ტრაგიკული შემთხვევიდან 10 წლის შემდეგ: როგორ ცხოვრობს დღეს მრბოლელი მიხაელ შუმახერი!

მიხაელ შუმახერი 3 იანვარს 55 წლის გახდება. შვიდგზის ფორმულა 1-ის ჩემპიონი ცხოვრობს შვეიცარიის ქალაქ გლანდში, ოჯახურ სიმყუდროვეში. ჯერ კიდევ 2014 წელს, მისი მენეჯერი მის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე საუბრობდა, თუმცა ამის შემდეგ დიდი ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. მეგობრებიც კი არაფერს ამბობდნენ, ოჯახური წესების დაცვით.
2018 წელს, მედიცინის წყაროებიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ დაღუპვის პირას მყოფი მრბოლელის მოვლა კვირაში დაახლოებით 50,000 ფუნტი ჯდებოდა. მიხაელი სხვადასხვა კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, სადაც მის გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის აღდგენაზე ზრუნავდნენ. საუბარი იყო ღეროვანი უჯრედების გამოყენებაზე, ტრანსპლანტაციებზე და სხვა სამედიცინო პროცედურებზე. როგორც ჩანს, მას შემდეგ მდგომარეობა ნაწილობრივ გაუმჯობესდა.
ყოფილმა გუნდელმა ჟან ტოდტმა 2020 წელს განაცხადა, რომ მიხაელთან ერთად რბოლებს უყურებდა, რაც ადასტურებს, რომ ის ცნობიერია და გარემოს აღქმა შეუძლია. ყოფილი მრბოლელი ფელიპე მასა კი აღნიშნავს, რომ შუმახერი რთულ და ხანგრძლივ რეაბილიტაციას გადის.
შუმახერის ოჯახის თანხმობით, Netflix-მა მასზე დოკუმენტური ფილმი გამოუშვა. მისი 24 წლის ვაჟი, მიკი, რომელიც მამას კვალდაკვალ მიჰყვება და ფორმულა 2-ისა და 3-ის ჩემპიონი გახდა, გულისტკივილით ამბობს, რომ ჯერ ვერ ახერხებს მამისთან პროფესიულ საკითხებზე საუბარს.
კორინა, მიხაელის ცოლი, ღიად აცხადებს, რომ მისი მეუღლე სრულიად შეიცვალა. დღეს ის უკვე სხვა ადამიანია, მაგრამ ცოცხალია და მკურნალობას აგრძელებს – და ეს ყველაზე მთავარია. ადრე მიხაელი თავის ოჯახს ყოველთვის იცავდა, ახლა კი მათი ჯერია, დაიცვან და გაუფრთხილდნენ მას.
მხოლოდ რამდენიმე ხნის წინ, შუმახერის ძმამ, რალფმა, შემთხვევით დაადასტურა ის, რასაც მისი რძალი ხშირად აღნიშნავს – მიხაელი მნიშვნელოვნად შეცვლილია. თავად მიკი კი ამბობს, რომ ძალიან ენატრება ის ადამიანი, ვინც მამამისი ავარიამდე იყო.