მომღიმარი ბრიუს უილისი პაპარაცებმა მანქანაში დააფიქსირეს – როგორ გამოიყურება ის ახლა?

 მომღიმარი ბრიუს უილისი პაპარაცებმა მანქანაში დააფიქსირეს – როგორ გამოიყურება ის ახლა?

 

ბოლო პერიოდში ბრიუს უილისი საზოგადოებაში გამოჩნდა. ავადმყოფი მსახიობი კარგ განწყობაზე ჩანდა, როდესაც მანქანით სეირნობდა. 69 წლის “მაკულატურის” ვარსკვლავი კვლავ ებრძვის აფაზიასა და ფრონტოტემპორალურ დემენციას. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად ტოვებს სახლს, ის ლოს-ანჯელესის ქუჩებში, შავი ავტომობილის მგზავრის ადგილას მჯდარი შენიშნეს.

უილისი თავისუფალ სტილში იყო გამოწყობილი – შავი ჰუდი, თეთრი მაისური და ბადისებური ქუდი ეხურა. “კრივი სიკვდილისთვის” ვარსკვლავი მშვიდად და ბედნიერად გამოიყურებოდა – მღიმარიც კი იყო. ხუთი ქალიშვილის მამამ თავი მთლიანად ოჯახურ ცხოვრებას მიუძღვნა. დემის მურთან ქორწინებამ მის ცხოვრებაში რუმერი, სკაუტი და ტალულა მოიტანა, ხოლო მისი ამჟამინდელი ცოლი, ემა ჰემინგი, მებელ რეისა და ეველინის დედაა.

2024 წლის სექტემბერში, დემიმ ღიად ილაპარაკა ყოფილი მეუღლის ჯანმრთელობაზე დრიუ ბერიმორის შოუში სტუმრობისას. 61 წლის “სტრიპტიზის” მსახიობმა აღნიშნა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ბრიუსის მდგომარეობა სტაბილურია. დემიმ, რომელიც უილისს 1987-2000 წლებში იყო დაქორწინებული, ასევე ისაუბრა იმაზე, როგორ დაეხმარა შვილებს მამის მდგომარეობის მიღებაში.

“ჩემ შვილებს ვეუბნები: მიიღეთ ადამიანები ისეთები, როგორებიც ახლა არიან. არ იჭიდავოთ წარსულს ან იმ სურვილს, როგორი უნდა ყოფილიყვნენ ისინი. დააფასეთ მათი დღევანდელი მდგომარეობა – ამაში დიდი სილამაზე, სიხარული, სიყვარული და სიფაქიზე იმალება. როდესაც ლოს-ანჯელესში ვარ, ყოველ კვირას მივდივარ მათთან და დიდად ვაფასებ ერთად გატარებულ წუთებს,” – აღნიშნა დემიმ.

რუმერმაც ისაუბრა მამის ჯანმრთელობაზე წლის დასაწყისში და აღნიშნა, რომ ბრიუსი კარგად არის და განსაკუთრებული კავშირი აქვს მის ერთწლიან შვილთან, ლუეტასთან. მისი თქმით, უილისი „ბუნებით მამაა“. თუმცა შიდა წყაროების ცნობით, ოჯახი მზად არის ნებისმიერი შესაძლო სცენარისთვის ბრიუსის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

Related post