„150 კგ-იანი მოდელი“: პაპარაცებმა დაფიქსირეს ტეს ჰოლიდეი კოსტიუმში, როცა პლაჟზე ისვენებდა!

ამერიკელი მოდელის წონა უკვე 150 კილოგრამს აღწევს, თუმცა ტეს ჰოლიდეი ამის გამო განსაკუთრებულად არ ღელავს. იგი ცდილობს ყველას დაუმტკიცოს, რომ ჭარბი წონის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია საკუთარ თავზე სიამაყე იგრძნო.
სულ ახლახანს, პაპარაცებმა ტესი პლაჟზე დააფიქსირეს. მსგავსი ფოტოები ყოველთვის იწვევს განხილვებს როგორც თაყვანისმცემლებში, ასევე კრიტიკოსებში.
არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი – კომენტარებში არაერთი ადამიანი ჩაერთო ამ არატრადიციული მოდელის გარეგნობის გარშემო განხილვაში. ერთგული გულშემატკივრები აქტიურად იცავდნენ ტესს, თუმცა ბევრი წერდა იმასაც, რომ მან თავი ზედმეტად გაუშვა. „ის მხოლოდ 35 წლისაა, და უკვე უნდა დაიწყოს წონის დაკლება,“ – წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
თქვენ რას ფიქრობთ, ძვირფასო მკითხველებო? გაუზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში!